მოკლედ ჩემი პირველი პოსტიდანვე წუწუნი უნდა დავიწყო, 2 კვირაა დაახლოებით შუქი ითიშება საღამოობით, ხოდა დღესაც ესე მოხდა, არადა ფეისბუქზე მოსავალს ველოდებოდი წუთი-წუთზე! ჩემი უწყვეტი კვების წყარო მონიტორს ვერ უკავშირდება და ძლივს გავთიშე კომპიუტერი, მერე დავიწყე ფიქრი, ვფიქრობდი რომ უფრო უარესიც შეიძლება მომხდარიყო, მაგალითად ჩემი კომპიუტერში ზედმეტი ვოლტი მოხვედრილიყო და ისედაც მომაკვდავის ხმა სამუდამოდ დადუმებოდა, ამით თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ უცებ ისეთი რამ გამახსენდა …. ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს გონებაში ასე თუ იყო ჩარჩენილი მისი არსებობა, ან კი არსებობდა საერთოდ? ეს იყო …
ეს იყო მეცხრე ბლოკი !!!
ალბათ ყველას გემახსოვრებათ იგი, მან გაუმწარა ქართველ ერს მეოცე საუკუნის მიწურული და ოცდამეერთეს დასაწყისი.
მოკლედ ამ ფიქრებში ვიყავი გართული რამდენიმე საათი, მერე ავდექი, სამზარეულოში გავედი და ჰოი საოცრებავ!
შემოქმედებითი კრიზისი სრულიად დავძლიე, სამზრეულოში სანთლის შუქზე მოფუსფუსე დედაჩემს სანთელიც მოვპარე და ქათმის ფეხებიც. შედეგი თვითონ ნახეთ
![]()

ხოდა ესეც ჩემი შემოქმედება ![]()
ეს ჩემი პირველი ფოსტია, ამიტომ არ შეიმჩნიოთ ძალიან გთხოვთ ![]()
თუ წაიკითხა ვინმემ რა თქმა უნდა
ქათმის ფეხები :დ
ბუნდოვნად, მაგრამ მეც მახსოვს მე9 ბლოკი და ის პერიოდიც… ჰეჰ, იმედია უარესი უკან მოგვრჩა : )
ფერმას თამაშობ ფარმვილზე??? ეგ მაგარი ვეშია
მე და შენ აშკარად ერთ ხაზზე ვართ, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ხდება ჩემთანაც ბოლო დღეები და შუქი რომ მოვიდა ის გამახსენდა ოვაციები… ოვაციებიც გემახსოვრება შუქის მოსვლის შემდეგ : )))))
ჰოდა მერე ისევ რომ აქრობდნენ ეგრევე და “ანტიოვაციები” რომ მოყვებოდა ხოლმე : ))))
ჰოდა კეთილი იყოს ჩემი თითი ამ ბლოგზე და წარმატებები
ოხ გაჭირვებას რა ვუთხარი, რას არ გააკეთებინებს კაცს .. : ((
: D
შედევრია ძმაო, ძალიან მომეწონა ეგ სურათი