Feeds:
Posts
Comments

დღეს ჩემი და იყო second hand-ში, იგივე ძველმანების ბაზარში, გურჯულად – ძონძებში. :D
ხოდა  რას არ ნახავ მანდ, ტანსაცმელით დაწყებული და თქვენ წარმოიდგინეთ თურმე უცხოპლანეტელით დამთავრებული!
ალბათ ყველას გახსოვთ ალფი, ამერიკული სატელევიზიო სერიალი, მისი მთავარი გმირი, უცხოპლანეტელი ალფი, რომელსაც არ დასცალდა კოსმოსში მოგზაურობა და თავის ხომალდით პირდაპირ TANNER-ების ავტოფარეხს დაეცა, შემდეგ კი იწყება მათი ძალიან სახალისო ცხოვრება. “ჰეი ვილი, გინდა შენი კატა შევჭამო? :D
ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძლო ჩემმა დამ არც მეტი არც ნაკლები ალფი მომიყვანა სახლში.
აი ფოტოსესიის შედეგებიც , ძალიან მაგარი ვინმეა უკვე შემიყვარდა :)

როგორც ხედავთ ჩემ სახლშიც ძალიან კარგად გრძნობს თავს, ხოდა გავიქეცი ეხლა, სიმფსონებიც ვიპოვნო იქნებ :D

მოკლედ ჩემი პირველი პოსტიდანვე წუწუნი უნდა დავიწყო, 2 კვირაა დაახლოებით შუქი ითიშება საღამოობით, ხოდა დღესაც ესე მოხდა, არადა ფეისბუქზე მოსავალს ველოდებოდი წუთი-წუთზე! ჩემი უწყვეტი კვების წყარო მონიტორს ვერ უკავშირდება და ძლივს გავთიშე კომპიუტერი, მერე დავიწყე ფიქრი, ვფიქრობდი რომ უფრო უარესიც შეიძლება მომხდარიყო, მაგალითად ჩემი კომპიუტერში ზედმეტი ვოლტი მოხვედრილიყო და ისედაც მომაკვდავის ხმა სამუდამოდ დადუმებოდა, ამით თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ უცებ ისეთი რამ გამახსენდა …. ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს გონებაში ასე თუ იყო ჩარჩენილი მისი არსებობა, ან კი არსებობდა საერთოდ? ეს იყო …
Continue Reading »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.